celsiusi
გათბობა 
ცელსიუსი – სითბოზე და კომფორტზე მორგებული ხარისხი
გათბობა-გაგრილების კომპანია "ცელსიუსი" ქართველი მომხმარებლისთვის ცნობილი იტალიური ბრენდის "არისტონის" ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. „ცელსიუსი“ ხარისხზე და კომფორტზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ ენერგოეფექტური და ევროპული პროდუქცია ჭარბობს ჩვენს ქსელში. კომპანია მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს სხვადასხვა აქციებს. გათბობის დაგეგმვისას ხარჯების სწორად განსასაზღვრად, ფართის წინასწარი კალკულაცია მნიშვნელოვანია. დათვლას და პროდუქციის ადგილზე მიტანას „ცელსიუსი“ ყველა მომხმარებელს უფასოდ უკეთებს. ცელსიუსის მთავარი მიმართულებაა ცენტრალური გათბობა და კონდიცირება (გაგრილება). კომპანია 7 ფილიალითაა წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. თბილისი: დიღომია.ბელიაშვილის #136  დიდუბეა.წერეთლის #117  აღმაშენებლის ხეივანიფატმანის #3  ბათუმი:ა.პუშკინის #112 ზუგდიდი:თაბუკაშვილის #7 ქუთაისი:ი. ჭავჭავაძის ქუჩა #62 თელავი:ვარდოშვილის ქუჩა #10 გარდა ფილიალებისა, ხელმისაწვდომია „ონლაინ“ გაყიდვები და  ოფიციალური საგარანტიო სერვისი. ცელსიუსი 2 წლის კომპანია, რომელმაც მოკლე პერიოდში შეძლო ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება და ბიზნესის ეფექტურად მართვა. წელს კომპანია ჩაერთო სოციალურ თუ ეკოლოგიურ პროექტებში. „მწვანე შემოდგომა“-ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კამპანიაა,რომელიც გლობალური დათბობის თემას ეძღვნება და გულისხმობს ბუნებაზე ზრუნვას. კომპანია “ცელსიუსი” და “არისტონი” აგრძელებს მუშაობას, ცენტრალური გათბობის სისტემების და კონდიცირების მაღალხარისხიანი პროდუქციით მომსახურებას და მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვას. ვსაუბრობთ “ცელსიუსის” წარმატებაზე, რომელსაც კომპანიამ ურთულეს პირობებში, არსებობის 2 წლის მანძილზე  მიაღწია სტატია გამოქვეყნებულია რადიო ჰერეთის გუნდიის მიერ: სტატიის ბმული

{s_blog_article_author}:
რადიო ჰერეთი
2022-11-30

{s_blog_read_more}
გათბობა 
სითბო ცელსიუსით იზომება
ზამთრის სეზონზე გათბობა აქტუალური და საჭიროა. შესაბამისად,  გათბობის სისტემებთან დაკავშირებული საკითხებზე ბევრი კითხვა ისმის. ცენტრალური გათბობის ახალი სისტემები ჩვენი ცხოვრების სწრაფი ტემპის გათვალისწინებით სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ხდება. 2-3 წლის წინ მომხმარებელი  გაზის გამათბობელს ანიჭებდა უპირატესობას, ახლა ის ცენტრალურმა გათბობამ ჩაანაცვლა.  ხარისხიანი მომსახურება და კომფორტი-  ეს იზიდავს მომხმარებელს. სწორად შერჩეული  ცენტრალური გათბობა ნაკლებად ხარჯიანია, მეტ სითბოს უზრუნველყოფს და რაც მთავარია უსაფრთხოა.  გათბობის სისტემის მონტაჟამდე, მისი სწორი დაგეგმვა-პროექტირებაა საჭირო. პროექტირება აერთიანებს თბოიზოლაციის გათვალისწინებით, ქვაბის  სიმძლავრის, რადიატორების რაოდენობის/ დიამეტრის,  სველი წერტილების (აბაზანა, სამზარეულო) მილგაყვანილობის სწორად განსაზღვრას,  რათა არ წარმოიქმნას ტენიანობა და ნებისმიერ ამინდში კომფორტული გარემო გარანტირებული იყოს. ერთნაირ ფართზე გათვლილმა  გათბობის სისტემამ შესაძლოა სხვადასხვა შედეგი მოგვცეს. ამის მიზეზი ყველაზე ხშირად პროექტირების ან პროდუქციის არჩევის დროს დაშვებული შეცდომაა. „ცელსიუსის“  მომხმარებლებისთვის გათბობის სისტემის პროექტირება უფასოა, რათა მათ თავი დაიზღვიონ ყველა ზემოაღნიშნული პრობლემებისგან. საგანგებო რეჟიმის მიუხედავად, მომხმარებელთან  მუშაობა კომფორტულად მიმდინარეობს, ონლაინ კონსულტაციით  და დისტანციური მომსახურებით. ამას ემატება პროექტირება და პროდუქციის ადგილზე სრულიად უფასო მიწოდება, რაც მომხმარებელთა კეთილგანწყობას ამაღლებს. კომპანია ცელსიუსი იტალიური  ბრენდი „არისტონის „ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, როგორც პროდუქციით, ასევე სერვისით. ეს ფაქტი  ადასტურებს სერტიფიცირებულ მაღალხარისხიან  მომსახურებას და  ოფიციალურ  5 წლამდე გარანტიას. სტატია გამოქვეყნებულია მარკეტერის გუნდიის მიერ: სტატიის ბმული  

{s_blog_article_author}:
მარკეტერი
2021-03-01

{s_blog_read_more}
გათბობა 
მიიღეთ სრული მომსახურება გათბობის სწორი და ოპტიმალური სისტემის შესაძენად
გათბობის სისტემის შერჩევა, შეძენა და მონტაჟი არც ისე მარტივია. როგორც ჩვენი - „ცელსიუსის“ საცალო გაყიდვების ხელმძღვანელი დავით ნავროზაშვილი ამბობს, ფართის ეფექტურად გასათბობად, თან ისე რომ დიდი დანახარჯი არ გვქონდეს, რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი უნდა გავითვალისწინოთ. „ცელსიუსი“ გათბობის, კონდიცირების და წყალმომარაგების სისტემების იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს, შერჩევიდან მონტაჟის შემდგომ შემოწმებამდე, სრულ მომსახურებას სთავაზობს. დავით ნავროზაშვილი: მომხმარებელს სრულ მომსახურებას ვთავაზობთ. პირველი საფეხური არის გათბობის სისტემის სწორად შერჩევა – ჩვენი თბოტექნიკოსი მიდის ადგილზე, აფასებს ფართს, აკეთებს მონახაზს – რომელი ბრენდის ქვაბი იმუშავებს კარგად, რომელი რადიატორი და როგორი გაყვანილობა იქნება საჭირო. შემდეგ, მომხმარებელს, ვუთვლით ამ ყველაფერს და შეძენის შემთხვევაში, ბუნებრივია, ვუწყობთ და ვუმონტაჟებთ კიდეც. შეკვეთა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, სახლიდან გაუსვლელად. აქვე აღვნიშნავ, რომ ფილიალები გვაქვს თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელსაც გათბობის სისტემის დამონტაჟება უნდა, არჩევს მას კვადრატულობის მიხედვით. თუმცა, ეს ძალიან ზოგადი მახასიათებელია. ჩვენ ყველაფერს მაღალი პროფესიონალიზმით ვეკიდებით, ადგილზე ვნახულობთ, როგორი კარ-ფანჯარა აქვს ფართს, მეზობელი კედელი აქვს, თუ – არა. ეს გვეხმარება, განვსაზღვროთ, რა სითბოს დანაკარგი შეიძლება იყოს ამ სივრცეში. ასევე, ფართის ნახვის შემდეგ ვწყვეტთ, რა ტიპის და ზომის რადიატორები, როგორი სიმძლავრის ქვაბი და ელექტროგაყვანილობაა საჭირო. მაგალითისთვის რომ გითხრათ, 6-კილოვატიან რადიატორზე შესაძლებელია, დამონტაჟდეს 15-კილოვატიანი გათბობის ქვაბი, რაც ნიშნავს, დაახლოებით, 150 კვადრატულამდე ფართის გათბობას. ეს არის ცხელი წყლის მოხმარებიანად, სრული დატვირთვით მომუშავე სისტემა. თუმცა, შეიძლება, ფართს სითბოს დიდი დანაკარგი ჰქონდეს. შესაბამისად, სხვა პარამეტრების გაყვანილობა და ქვაბი გახდეს საჭირო. სწორედ ასეთ დეტალებს აღრიცხავენ ჩვენი ტექნიკოსები და ისე ვთავაზობთ მომხმარებელს სპეციალურად მის ფართზე, ოპტიმალურად მორგებულ სისტემას. მარტო მე ან ცალკე აღებული კომპანია ვერაფერს გახდებოდა, რომ არა ჩვენი გუნდი. მისი თითოეული წევრი, მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, მუდმივად ვითარდება. რომ აღარაფერი ვთქვათ, იმ სიახლეებსა და ცოდნაზე, რაც სისტემატიურად შეგვაქვს გუნდში. მუდმივად განვითარებაზე, ჩვენი ცოდნისა და მომსახურების დახვეწაზე ვმუშაობთ. „ცელსიუსში“ ყველაფერი ჯაჭვურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული – ყველა შემოსულ შეკვეთაზე,  ოპერატორი გვაწვდის ინფორმაციას, ჯგუფი გადის ადგილზე, თბოტექნიკოსები აფასებენ ფართს, განვსაზღვრავთ კონკრეტულად როგორი სისტემა სჭირდება მომხმარებელს. ამ მონაცემებს, მაღაზიისა და გაყიდვების მენეჯერები, აწვდიან დამკვეთს. თუმცა, ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს დროში გაწელილ პროცესს – მაქსიმუმ, 48 საათში მან უკვე იცის, ფართის ეფექტურად გასათბობად, რა ტიპის სისტემა სჭირდება. როგორც უკვე აღვნიშნე, გვაქვს სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი პროდუქცია. თუმცა, ეს არ ნიშნავს დაბალ ხარისხს. სპეციალურ ფასდაკლებებს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ. მომხმარებელს ვთავაზობთ კარგ გარემოს, კომუნიკაციას, ხარისხიან მომსახურებას, უმცირესი დეტალების შემთხვევაშიც კი, მაღალპროფესიონალურ კონსულტაციას და მომსახურებას. ორიენტირებულები ვართ თითოეულ მომხმარებელზე, ვეხმარებით მათ სწორი სისტემის შერჩევაში, მივდივართ, ვუმონტაჟებთ და შემდეგაც ვემსახურებით, თუ რაიმე შესაცვლელი ან გასასწორებელი იქნება. პირველი, რაც აუცილებელია, არჩევანი ხარისხის სასარგებლოდ უნდა გავაკეთოთ. აქ ძირითადად, მილებსა და რადიატორებს ვგულისხმობ. არსებობს შესახედაობით ერთნაირი, მაგრამ ხარისხით განსხვავებული პროდუქცია. ძირითადად, ეს სხვაობა ტექნიკურ მონაცემებში გამოიხატება. და ბუნებრივია, განსხვავებულია მათი ფასებიც.  მაგალითად, ობიექტზე ვხედავ, რომ არ არის კარგი დათბუნება, ანუ დიდია სითბოს დანაკარგი. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს ვურჩევ, 10-15%-ით გაზარდოს რადიატორების რაოდენობა. ან შემდგომი ეკონომიისთვის, ვურჩევ შესაფუთ მილებს, რომლებიც ტემპერატურას არ დაკარგავს, შესაბამისად, ხარჯიც ნაკლები ექნება. იგივე ეხება ქვაბსა და გაყვანილობას. ასევე გაითვალისწინეთ რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორები: სველი წერტილების რაოდენობასა და მათ მოხმარებას. თუ სახლს/ოფისს, რამდენიმე აბაზანა ან სამზარეულო აქვს, სხვანაირი სისტემა სჭირდება, რომ წყლის ტემპერატურის ცვალებადობის დროს, პრობლემები არ წარმოიშვას. არსებობს სპეციალური ავზი, რომლის დახმარებითაც, ხდება წყლის მოხმარება ერთდროულად, რამდენიმე სველ წერტილზე. მომხმარებელს თავიდანვე აქვს განსაზღვრული გარკვეული ბიუჯეტი და შემდეგ მისი დაკორექტირება როცა უწევს, ცდილობს, მაქსიმალურად დაზოგოს თანხა. თუმცა ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ხარისხის ხარჯზე. ყურადღება უნდა მიექცეს სითბოს დანაკარგს და იმას, თუ როგორ გაუზრდის ან შეუმცირებს, სამომავლოდ, გადასახადს კონკრეტული დეტალის დამატება. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ მილები, მათი დიამეტრის მიხედვით. მაგალითად, იმ მომენტში ეკონომიის მიზნით, არ უნდა შევიძინოთ ისეთი დიამეტრის მილი, რომელიც ჩვენი ფართისთვის საჭირო რაოდენობის რადიატორებს თანაბრად ვერ გაათბობს. ასეთ დროს მოგვიწევს ტემპერატურის მომატება და საბოლოოდ, უფრო მეტი გადასახადის გადახდა. ასევე, არსებობს ე.წ. მეტალოპლასტმასის კოლექტორული სისტემა, ანალოგიურად, ე.წ. კოლექტორი უნდა იქნას შესაბამისი დიამეტრით შერჩეული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად შევარჩიოთ გათბობის ქვაბი, მისი სიმძლავრის არჩევისას, უნდა გავითვალისწინოთ სველი წერტილების რაოდენობა, მათი მოხმარების სიხშირე, ბინის სითბოს დანაკარგი, რადიატორების საჭირო რაოდენობა და ა.შ.  გარდა ამისა, გათბობის ქვაბი რომ ეკონომიური იყოს,  ე.წ. თერმოსტატები უნდა დავაყენოთ. ეს 20-50%-მდე ეკონომიას მოგვცემს. მოკლედ, ასეთი დეტალები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც გათბობის სისტემას ვარჩევთ. და ბუნებრივია, ამ ყველაფერში ჩვენი სპეციალისტები მაქსიმალურად ეხმარებიან მომხმარებლებს. ცელსიუსი - კომფორტი ნებისმიერ ამინდში   სტატია გამოქვეყნებულია მარკეტერის გუნდიის მიერ: https://www.marketer.ge/celsius-interview/?fbclid=IwAR2euROUn3XwVH95UFscx-3Y-wlfbW1MwrlyVYCZOPkEjhuihPPhIUgj08w      

{s_blog_article_author}:
მარკეტერი
2021-02-01

{s_blog_read_more}
გათბობა 
ცელსიუსის მაღაზიათა ქსელის გამოჩენა ქართულ ბაზარზე
ქართულ ბაზარზე ხარისხიან და ხელმისაწვდომ გათბობა-გაგრილების სისტემებზე მოთხოვნა მზარდია. მომხმარებელს სურს მიიღოს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და ამავე დროს, ენერგოეფექტური პროდუქცია. სწორედ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით შეიქმნა „ცელსიუსი“. ჩვენი მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს უახლესი, ევროპული პროდუქტი,რომელიც მათ ასე ძალიან სჭირდებათ. კომპანია 2020 წლის ნოემბრის თვიდან შემოვიდა ქართულ ბაზარზე და უკვე ცნობილი გახდა, მცირე პერიოდის მიუხედავად. ამ დროის განმავლობაში გავხსენით მაღაზიები თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში. პანდემიის პირობებში მოვახერხეთ მომხმარებლებისთვის დისტანციური მომსახურება და სრული სერვისის შეთავაზებაც. ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მაღალხარისხიან გათბობა-გაგრილების სისტემებს, რომელთა ხარისხი დრომ უკვე გამოსცადა. იტალიური კომპანია „არისტონი“ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, რომლის შეძენაც საქართველოს მოქალაქეებს ჩვენს მაღაზიებში შეუძლიათ. „არისტონი“ გახლავთ გარანტირებული ხარისხი და კომფორტი. ამასთან ერთად, ჩვენ მომხმარებელს მოემსახურება პროფესიონალი ხელოსნების გუნდი, რომლებიც ადამიანებს პროდუქციის შეძენამდე უწევენ კონსულტაციას, ეხმარებიან მათ გათბობა-გაგრილების სისტემის სწორად შერჩევასა და მონტაჟის დაგეგმვაში. ასევე, მის ექპლუატაციაში შეყვანას უზრუნველყოფენ და შემდეგაც საჭირო დროს მუდამ მზად არიან დახმარებისთვის. ჩვენი სისტემები უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც მათ მართვას მაქსიმალურად იოლსა და კომფორტულს ხდის. ჩვენი მომხმარებლები არიან: საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახები, რომელთაც სურთ მათი სახლი აღჭურვილი იყოს ისეთი გათბობა-გაგრილების სისტემით, რომელიც ყველაზე პრეტენზიულ და მომთხოვნ ადამიანსაც კი დააკმაყოფილებს; სამშენებლო კომპანიები, რომელთაც სურთ, რომ მათ მიერ აშენებულ სახლში ულტრათანამედროვე და ხარისხიანი გათბობა-გაგრილების სისტემა იყოს დამონტაჟებული; მეწარმეები, კომპანიები და აბსოლუტურად ყველა, ვისაც სურს მიიღოს გარანტირებული ხარისხი და ევროპული სტანდარტის მომსახურება.  საქართველოს მოქალაქეებს ჩვენ უკონკურენტო ევროპულ ხარისხს ვთავაზობთ. „ცელსიუსი“ ზამთარსა და ზაფხულში გთავაზობთ სწორად შერჩეულ და გარანტირებულად კომფორტულ პროდუქციას, რომელიც გაუძლებს ნებისმიერ გამოცდას. რაც მთავარია, მომსახურების დონე და ფასი ჩვენთან სრულ თანხვედრაშია. ჩვენთან შეიძენთ ყველა საჭირო დეტალს ჩვენი პროფესიონალების დახმარებით და იპოვით ხელოსანს, რომელიც თქვენს ყველა სურვილს რეალობად აქცევს.   სტატია გამოქვეყნებულია Entrepreneur საქართველოს გუნდიის მიერ: https://www.entrepreneur.com/article/362398?fbclid=IwAR0ShIM1rZ8MrWQ6tBWg7sT2r9xtjz8C55bO9P31mCSuiC84t_8c67dwHwM

{s_blog_article_author}:
Entrepreneur Georgia team
2021-01-01

{s_blog_read_more}