ქართულ ბაზარზე ხარისხიან და ხელმისაწვდომ გათბობა-გაგრილების სისტემებზე მოთხოვნა მზარდია. მომხმარებელს სურს მიიღოს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და ამავე დროს, ენერგოეფექტური პროდუქცია. სწორედ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით შეიქმნა „ცელსიუსი“.
ჩვენი მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს უახლესი, ევროპული პროდუქტი,რომელიც მათ ასე ძალიან სჭირდებათ.

კომპანია 2020 წლის ნოემბრის თვიდან შემოვიდა ქართულ ბაზარზე და უკვე ცნობილი გახდა, მცირე პერიოდის მიუხედავად. ამ დროის განმავლობაში გავხსენით მაღაზიები თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში. პანდემიის პირობებში მოვახერხეთ მომხმარებლებისთვის დისტანციური მომსახურება და სრული სერვისის შეთავაზებაც.

ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მაღალხარისხიან გათბობა-გაგრილების სისტემებს, რომელთა ხარისხი დრომ უკვე გამოსცადა. იტალიური კომპანია „არისტონი“ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, რომლის შეძენაც საქართველოს მოქალაქეებს ჩვენს მაღაზიებში შეუძლიათ. „არისტონი“ გახლავთ გარანტირებული ხარისხი და კომფორტი. ამასთან ერთად, ჩვენ მომხმარებელს მოემსახურება პროფესიონალი ხელოსნების გუნდი, რომლებიც ადამიანებს პროდუქციის შეძენამდე უწევენ კონსულტაციას, ეხმარებიან მათ გათბობა-გაგრილების სისტემის სწორად შერჩევასა და მონტაჟის დაგეგმვაში. ასევე, მის ექპლუატაციაში შეყვანას უზრუნველყოფენ და შემდეგაც საჭირო დროს მუდამ მზად არიან დახმარებისთვის.

ჩვენი სისტემები უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც მათ მართვას მაქსიმალურად იოლსა და კომფორტულს ხდის.

ჩვენი მომხმარებლები არიან:

  • საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახები, რომელთაც სურთ მათი სახლი აღჭურვილი იყოს ისეთი გათბობა-გაგრილების სისტემით, რომელიც ყველაზე პრეტენზიულ და მომთხოვნ ადამიანსაც კი დააკმაყოფილებს;
  • სამშენებლო კომპანიები, რომელთაც სურთ, რომ მათ მიერ აშენებულ სახლში ულტრათანამედროვე და ხარისხიანი გათბობა-გაგრილების სისტემა იყოს დამონტაჟებული;
  • მეწარმეები, კომპანიები და აბსოლუტურად ყველა, ვისაც სურს მიიღოს გარანტირებული ხარისხი და ევროპული სტანდარტის მომსახურება. 

საქართველოს მოქალაქეებს ჩვენ უკონკურენტო ევროპულ ხარისხს ვთავაზობთ. „ცელსიუსი“ ზამთარსა და ზაფხულში გთავაზობთ სწორად შერჩეულ და გარანტირებულად კომფორტულ პროდუქციას, რომელიც გაუძლებს ნებისმიერ გამოცდას. რაც მთავარია, მომსახურების დონე და ფასი ჩვენთან სრულ თანხვედრაშია.

ჩვენთან შეიძენთ ყველა საჭირო დეტალს ჩვენი პროფესიონალების დახმარებით და იპოვით ხელოსანს, რომელიც თქვენს ყველა სურვილს რეალობად აქცევს.

 

სტატია გამოქვეყნებულია Entrepreneur საქართველოს გუნდიის მიერ: https://www.entrepreneur.com/article/362398?fbclid=IwAR0ShIM1rZ8MrWQ6tBWg7sT2r9xtjz8C55bO9P31mCSuiC84t_8c67dwHwM

სტატიის ავტორი Entrepreneur Georgia team, 2021-01-01


გათბობის სისტემის შერჩევა, შეძენა და მონტაჟი არც ისე მარტივია. როგორც ჩვენი - „ცელსიუსის“ საცალო გაყიდვების ხელმძღვანელი დავით ნავროზაშვილი ამბობს, ფართის ეფექტურად გასათბობად, თან ისე რომ დიდი დანახარჯი არ გვქონდეს, რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი უნდა გავითვალისწინოთ. „ცელსიუსი“ გათბობის, კონდიცირების და წყალმომარაგების სისტემების იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს, შერჩევიდან მონტაჟის შემდგომ შემოწმებამდე, სრულ მომსახურებას სთავაზობს. დავით ნავროზაშვილი: მომხმარებელს სრულ მომსახურებას ვთავაზობთ. პირველი საფეხური არის გათბობის სისტემის სწორად შერჩევა – ჩვენი თბოტექნიკოსი მიდის ადგილზე, აფასებს ფართს, აკეთებს მონახაზს – რომელი ბრენდის ქვაბი იმუშავებს კარგად, რომელი რადიატორი და როგორი გაყვანილობა იქნება საჭირო. შემდეგ, მომხმარებელს, ვუთვლით ამ ყველაფერს და შეძენის შემთხვევაში, ბუნებრივია, ვუწყობთ და ვუმონტაჟებთ კიდეც. შეკვეთა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, სახლიდან გაუსვლელად. აქვე აღვნიშნავ, რომ ფილიალები გვაქვს თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელსაც გათბობის სისტემის დამონტაჟება უნდა, არჩევს მას კვადრატულობის მიხედვით. თუმცა, ეს ძალიან ზოგადი მახასიათებელია. ჩვენ ყველაფერს მაღალი პროფესიონალიზმით ვეკიდებით, ადგილზე ვნახულობთ, როგორი კარ-ფანჯარა აქვს ფართს, მეზობელი კედელი აქვს, თუ – არა. ეს გვეხმარება, განვსაზღვროთ, რა სითბოს დანაკარგი შეიძლება იყოს ამ სივრცეში. ასევე, ფართის ნახვის შემდეგ ვწყვეტთ, რა ტიპის და ზომის რადიატორები, როგორი სიმძლავრის ქვაბი და ელექტროგაყვანილობაა საჭირო. მაგალითისთვის რომ გითხრათ, 6-კილოვატიან რადიატორზე შესაძლებელია, დამონტაჟდეს 15-კილოვატიანი გათბობის ქვაბი, რაც ნიშნავს, დაახლოებით, 150 კვადრატულამდე ფართის გათბობას. ეს არის ცხელი წყლის მოხმარებიანად, სრული დატვირთვით მომუშავე სისტემა. თუმცა, შეიძლება, ფართს სითბოს დიდი დანაკარგი ჰქონდეს. შესაბამისად, სხვა პარამეტრების გაყვანილობა და ქვაბი გახდეს საჭირო. სწორედ ასეთ დეტალებს აღრიცხავენ ჩვენი ტექნიკოსები და ისე ვთავაზობთ მომხმარებელს სპეციალურად მის ფართზე, ოპტიმალურად მორგებულ სისტემას. მარტო მე ან ცალკე აღებული კომპანია ვერაფერს გახდებოდა, რომ არა ჩვენი გუნდი. მისი თითოეული წევრი, მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, მუდმივად ვითარდება. რომ აღარაფერი ვთქვათ, იმ სიახლეებსა და ცოდნაზე, რაც სისტემატიურად შეგვაქვს გუნდში. მუდმივად განვითარებაზე, ჩვენი ცოდნისა და მომსახურების დახვეწაზე ვმუშაობთ. „ცელსიუსში“ ყველაფერი ჯაჭვურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული – ყველა შემოსულ შეკვეთაზე,  ოპერატორი გვაწვდის ინფორმაციას, ჯგუფი გადის ადგილზე, თბოტექნიკოსები აფასებენ ფართს, განვსაზღვრავთ კონკრეტულად როგორი სისტემა სჭირდება მომხმარებელს. ამ მონაცემებს, მაღაზიისა და გაყიდვების მენეჯერები, აწვდიან დამკვეთს. თუმცა, ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს დროში გაწელილ პროცესს – მაქსიმუმ, 48 საათში მან უკვე იცის, ფართის ეფექტურად გასათბობად, რა ტიპის სისტემა სჭირდება. როგორც უკვე აღვნიშნე, გვაქვს სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი პროდუქცია. თუმცა, ეს არ ნიშნავს დაბალ ხარისხს. სპეციალურ ფასდაკლებებს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ. მომხმარებელს ვთავაზობთ კარგ გარემოს, კომუნიკაციას, ხარისხიან მომსახურებას, უმცირესი დეტალების შემთხვევაშიც კი, მაღალპროფესიონალურ კონსულტაციას და მომსახურებას. ორიენტირებულები ვართ თითოეულ მომხმარებელზე, ვეხმარებით მათ სწორი სისტემის შერჩევაში, მივდივართ, ვუმონტაჟებთ და შემდეგაც ვემსახურებით, თუ რაიმე შესაცვლელი ან გასასწორებელი იქნება. პირველი, რაც აუცილებელია, არჩევანი ხარისხის სასარგებლოდ უნდა გავაკეთოთ. აქ ძირითადად, მილებსა და რადიატორებს ვგულისხმობ. არსებობს შესახედაობით ერთნაირი, მაგრამ ხარისხით განსხვავებული პროდუქცია. ძირითადად, ეს სხვაობა ტექნიკურ მონაცემებში გამოიხატება. და ბუნებრივია, განსხვავებულია მათი ფასებიც.  მაგალითად, ობიექტზე ვხედავ, რომ არ არის კარგი დათბუნება, ანუ დიდია სითბოს დანაკარგი. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს ვურჩევ, 10-15%-ით გაზარდოს რადიატორების რაოდენობა. ან შემდგომი ეკონომიისთვის, ვურჩევ შესაფუთ მილებს, რომლებიც ტემპერატურას არ დაკარგავს, შესაბამისად, ხარჯიც ნაკლები ექნება. იგივე ეხება ქვაბსა და გაყვანილობას. ასევე გაითვალისწინეთ რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორები: სველი წერტილების რაოდენობასა და მათ მოხმარებას. თუ სახლს/ოფისს, რამდენიმე აბაზანა ან სამზარეულო აქვს, სხვანაირი სისტემა სჭირდება, რომ წყლის ტემპერატურის ცვალებადობის დროს, პრობლემები არ წარმოიშვას. არსებობს სპეციალური ავზი, რომლის დახმარებითაც, ხდება წყლის მოხმარება ერთდროულად, რამდენიმე სველ წერტილზე. მომხმარებელს თავიდანვე აქვს განსაზღვრული გარკვეული ბიუჯეტი და შემდეგ მისი დაკორექტირება როცა უწევს, ცდილობს, მაქსიმალურად დაზოგოს თანხა. თუმცა ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ხარისხის ხარჯზე. ყურადღება უნდა მიექცეს სითბოს დანაკარგს და იმას, თუ როგორ გაუზრდის ან შეუმცირებს, სამომავლოდ, გადასახადს კონკრეტული დეტალის დამატება. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ მილები, მათი დიამეტრის მიხედვით. მაგალითად, იმ მომენტში ეკონომიის მიზნით, არ უნდა შევიძინოთ ისეთი დიამეტრის მილი, რომელიც ჩვენი ფართისთვის საჭირო რაოდენობის რადიატორებს თანაბრად ვერ გაათბობს. ასეთ დროს მოგვიწევს ტემპერატურის მომატება და საბოლოოდ, უფრო მეტი გადასახადის გადახდა. ასევე, არსებობს ე.წ. მეტალოპლასტმასის კოლექტორული სისტემა, ანალოგიურად, ე.წ. კოლექტორი უნდა იქნას შესაბამისი დიამეტრით შერჩეული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად შევარჩიოთ გათბობის ქვაბი, მისი სიმძლავრის არჩევისას, უნდა გავითვალისწინოთ სველი წერტილების რაოდენობა, მათი მოხმარების სიხშირე, ბინის სითბოს დანაკარგი, რადიატორების საჭირო რაოდენობა და ა.შ.  გარდა ამისა, გათბობის ქვაბი რომ ეკონომიური იყოს,  ე.წ. თერმოსტატები უნდა დავაყენოთ. ეს 20-50%-მდე ეკონომიას მოგვცემს. მოკლედ, ასეთი დეტალები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც გათბობის სისტემას ვარჩევთ. და ბუნებრივია, ამ ყველაფერში ჩვენი სპეციალისტები მაქსიმალურად ეხმარებიან მომხმარებლებს. ცელსიუსი - კომფორტი ნებისმიერ ამინდში   სტატია გამოქვეყნებულია მარკეტერის გუნდიის მიერ: https://www.marketer.ge/celsius-interview/?fbclid=IwAR2euROUn3XwVH95UFscx-3Y-wlfbW1MwrlyVYCZOPkEjhuihPPhIUgj08w      
სრულად ნახვა