About Us
გათბობა-გაგრილების და სავენტილაციო სისტემების კომპანია „ცელსიუსი“ ქართველი მომხმარებლისთვის ცნობილი ბრენდის „არისტონის“ ექსკლუზივით არის წარმოდგენილი ბაზარზე.
„ცელსიუსი“ ახალი კომპანიაა, რომელიც გათბობა-გაგრილების სისტემებს, „არისტონის“ და სხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციას სთავაზობს მომხმარებლებს. ამასთან, ხელმისაწვდომია „ონლაინ“ გაყიდვები და ოფიციალური საგარანტიო სერვისი.
ახალი კომპანია, რომელიც როგორც საცალო, ასევე საბითუმო ქსელებს, რეალიზატორებს და მომხმარებელს აერთიანებს.
საქართველოს მასშტაბით ცელსიუსი წარმოდგენილია 8 ფილიალით:
თბილისი:
-
ფატმანის #3 (საწყობი/შოურუმი)
რეგიონები:
-
ზუგდიდი
თაბუკაშვილის #7
-
ბათუმი
ა.პუშკინის #112
-
თელავი
ვარდოშვილის ქუჩა #10
-
ქუთაისი
ი. ჭავჭავაძის ქუჩა #62
თავდაპირველად (წლის დასაწყისში) თბილისში შპს „ARTLINE WINGS„ ერთი მაღაზიით შემოვიდა ქართულ ბაზარზე , რომელმაც 2020 წლის ბოლოდან უკვე „ცელსიუსის„ სახელით დაიწყო ოპერირება. ამ ეტაპზე კომპანია 7 ფილიალითაა წარმოდგენილი, ხოლო ჩვენი მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.
ცელსიუსში ასამდე თანამშრომელია დასაქმებული, კომპანიის ზრდასთან ერთად მათი რაოდენობაც მატულობს.
ჩვენს გუნდში მიმდინარეობს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის მართვის და გარემოს დაცვის მენეჯმენტის ISO სტანდარტები სისტემის დანერგვა.
მუდმივი ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია კომპანიის წარმატების საფუძველია.
ჩვენი მისია
საინფორმაციო საიტი და დამხმარე სახელმძღვანელო პორტალი celsiusi.ge შეიქმნა საცალო მომხმარებლებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მოიძიოს ინფორმაცია, გაიაროს კონსულტაცია ან/და მოახდინოს პროდუქციის შეძენა.
კომპანიის ერთ - ერთ უმთავრეს ღირებულებას სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს, როგორიცაა გარემოს დაცვა , გენდერული თანასწორობა, ინოვაციების მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა.
ჩვენი მოღვაწეობა ეფუძნება კლიენტებთან, პარტნიორებთან და პერსონალთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპებს. მთავარი მისიაა პროფესიონალიზმით, თავდადებითა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით შევქმნათ მომსახურების უმაღლესი სტანდარტი გათბობა-გაგრილების მიმართულებით.
ცელსიუსი არის ახალი კომპანია, რომელმაც მოკლე პერიოდში შეძლო ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება, მართავს ბიზნესს კეთილსინდისიერად და ეფექტურად. ჩვენი მიზანია შევქმნათ ხარისხი და მომსახურება, მოვიპოვოთ ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი.