კონფიდენციალურობის პოლიტიკა
პერსონალური ინფორმაციის გამოყენება
წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით შპს „ARTLINE WINGS“-ის (ს.კ 445392557 ) (შემდეგში: მაღაზია „ცელსიუსი“ ) არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც მაღაზია „ცელსიუსი“ მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში.
ვებგვერდზე www.celsiusi.ge-ზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად მაღაზია „ცელსიუსი“ მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს მაღაზია „ცელსიუსი“ -ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
მაღაზია „ცელსიუსი“ -ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება სარეკლამო, წამახალისებელი მასალების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციისა და სერვისების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის ან/და ტელეფონის ნორმის მეშვეობით მიიღებს მაღაზია „ცელსიუსის“ სიახლეებს, სხვადასხვა შეთავაზებასა და ინფორმაციას.
მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მაღაზია „ცელსიუსის“ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით განაცხადოს უარი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე.
წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს მაღაზია „ცელსიუსი“ -ის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.
მონაცემთა დამუშავების საფუძვლები:
მაღაზია „ცელსიუსი“ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:
- არსებობს მომხმარებლის თანხმობა.
- მონაცემთა დამუშავება საჭიროა მაღაზია „ცელსიუსი“-ის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.
კომპანია ახდენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებისათვის:
- შეკვეთების მიღება და დამუშავება;
- მომსახურებისა და დისტანციური შეთანხმებების, ანგარიშებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების მომზადება, დადება და გაგზავნა;
- სასარგებლო ინფორმაციისა და სპეციალური შეთავაზებების დაგზავნა;
- კომპანიის რესურსების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა;
- ბაზრის სტატისტიკა და ანალიტიკა;
მომხმარებლის უფლებამოსილება:
მომხმარებელს უფლება აქვს მაღაზია „ცელსიუსს“ მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
- მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება მაღაზია „ცელსიუსი“-ის მიერ;
- მონაცემთა დამუშავების მიზანი;
- მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
- რა გზით შეგროვდა მონაცემები;
- ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი;
მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მაღაზია „ცელსიუსი“ ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს.
მომხმარებლის ვალდებულება:
მომხმარებელი ვალდებულია მაღაზია „ცელსიუსს“ მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.
მაღაზია „ცელსიუსი“-ის ვებ გვერდის გამოყენების პირობები:
მომხმარებლის მიერ მაღაზია „ცელსიუსის“ ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას მაღაზია „ცელსიუსის“ მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე. აღნიშნული ინფორმაცია მაღაზია „ცელსიუსის“ მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
მომხმარებელი ვალდებულია მაღაზია „ცელსიუსი“-ს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ცვლილების შემთხვევაში განაახლოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ მაღაზია „ცელსიუსისათვის“ მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება.
მესამე მხარე:
მაღაზია „ცელსიუსი” იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს მაღაზია „ცელსიუსის“ ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, მაღაზია „ცელსიუსი” მოგიწოდებთ გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა:
მაღაზია „ცელსიუსი“ პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.
მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას მაღაზია „ცელსიუსი“ ინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.
ე.წ. "ქუქი" ("cookie") ფაილების გამოყენების პოლიტიკა:
ჩვენი ვებ-გვერდის მოხმარებით თქვენ მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად აცხადებთ თანხმობას დამუშავდეს, მოგროვდეს და გაზიარდეს თქვენი ინფორმაცია "cookie" და სხვა მსგავსი ტექნოლოგიით. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, ჩვენ უნდა მივიღოთ თქვენგან თანხმობა "cookie" ფაილების გამოყენების შესახებ. თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების გაგრძელება მიიჩნევა თანხმობად "cookie" ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებით.
"cookie" არის მცირე ზომის მონაცემი, რომელიც იგზავნება ვებ-გვერდის სერვერიდან მომხმარებლის პერსონალურ კომპიუტერზე, მობილურ ტელეფონზე, ტაბლეტზე ან სხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობაზე და ინახება ამ მოწყობილობის მყარ დისკზე. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებისთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებისას. ბევრ სხვა სასარგებლო დატვირთვასთან ერთად, იგი საშუალებას იძლევა შეინახოს და გადაამუშავოს ინფორმაცია მომხმარებლის და მისი მოწყობილობის ქცევის შესახებ, შენახული ინფორმაციის მეშვეობით ამოიცნოს მომხმარებელი და გააუმჯობესოს შეთავაზებული სერვისი.
შესაბამისად, ჩვენი ვებ-გვერდის მიერ "cookie" ფაილების გამოყენების მიზანს წარმოადგენს მომსახურების გაუმჯობესება, ონლაინ შოპინგის მომხმარებლისათვის გამარტივება და ვებ-გვერდის სტატისტიკური მონაცემების მიღება.
ჩვენი ვებ-გვერდი არ იყენებს "cookie" ფაილებს მომხმარებლების შესახებ პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუმცა, გარკვეული დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება იყოს პირადი მონაცემი. მოგროვებული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით.
თუ გსურთ, შეზღუდოთ "cookie" ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე, შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლა, აღნიშნულის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბრაუზერის ფუნქციას "პარამეტრები". თქვენი ტექნიკური მოწყობილობის ბრაუზერიდან "cookie" ფაილების წაშლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ მოწყობილობების მომხმარებლის სახელმძღვანელო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით "cookie" ფაილებს.
მაღაზია „ცელსიუსთან“ დაკავშირება:
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით info@celsiusi.ge
მაღაზია „ცელსიუსი“ მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას მაღაზია „ცელსიუსის“ სერვერებზე.