Compare

Cart

About-us

გათბობის ქვაბის განახლება

ცენტრალური გათბობის  სისტემა იდეალური საშუალებაა ცხელი წყლის და გათბობის მისაღებად. თუ თქვენ ეს უკვე იცით, გაქვთ გათბობის ქვაბი და  ბოლო პერიოდში სხვადასხვა პრობლემებს აწყდებით, გირჩებთ გაეცნოთ ჩვენს რჩევებს:

ჩვენ გაჩვენებთ 5 საყურადღებო ნიშანს, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, რომ უკვე დროა თქვენი ძველი ქვაბი განაახლოთ.
 

1. არ აცხელებს წყალს საკმარის ტემპერატურაზე
ხშირად დიდი დრო სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ჩვენი ქვაბი არ მუშაობს სწორად და არ აცხელებს წყალს საკმარის ტემპერატურაზე, რადგან ჩვენ შევეჩვიეთ არასაკმარისად თბილ აბაზანებს ან უფრო გრილ სახლებს. ამიტომ, თუ წყლის გათბობას დიდი დრო სჭირდება ან თუ სახლში არასოდეს არის საკმარისი სითბო, ან წყალი არასოდეს ცხელდება საკმარის ტემპერატურაზე დროა დარეკოთ შესაბამის ტექნიკურ სამსახურში, რომ გაარკვიოთ რა ხდება და იფიქროთ ქვაბის შეცვლაზე.
 

2. ხმაურიანი ქვაბი
ქვების ხმაური სულაც არაა კარგის ნიშანი. შესაძლოა ყური მიჩვეულია უკვე.  თუმცა, საბოლოოდ შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს და გვაიძულოს ქვაბის შეცვლა.
 

3. ქვაბიდან ხშირად ჟონავს წყალი
წყლის გაჟონვა ხშირად მიუთითებს დამცავი სარქვლის გაუმართაობაზე, რომლის შეცვლა ტექნიკურად მარტივია. ამასთან, თუ პრობლემა ხშირად ჩნდება, სასურველია იფიქროთ ქვაბის შეცვლაზე. სინამდვილეში, წყალმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ქვაბის სხვა ნაწილებს და შესაბამისად, წარმოადგენს საშიშროებას ჩვენი უსაფრთხოებისთვის.
 

4. ქვაბის ენერგოეფექტურობა დაბალია
სწორად მუშაობის დროსაც, ზოგიერთი ძველი ქვაბი ხშირად ვერ უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის საჭირო დონეს. Energy Saving Trust-ისა და დიდი ბრიტანეთის ენერგოეფექტურობის მაკონტროლებელი ორგანიზაციის შეფასებით, როცა A კლასის ქვაბი ჩვეულებრივ უზრუნველყოფს +90% ენერგოეფექტურობას, G კლასის ქვაბის ენერგოეფექტურობა არ აღემატება 70%-ს. ეს ნიშნავს, რომ გაზის გადასახადებში გადახდილი თანხიდან, ჩვენ  გვიწევს გადავიხადოთ ზედმეტი თანხა, ამიტომ სჯობს ვიფიქროთ ქვაბის შეცვლაზე . შეარჩიეთ ჩვენთან ერთად მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად არის მორგებული თქვენს საჭიროებებზე.
 

5. ყოველ ჯერზე ქვაბის პრობლემა დგება
თუ თქვენ ხშირად გიწევთ ტექნიკური მომსახურებისთვის დარეკვა გათბობის ან ცხელი წყლის პრობლემების გამო, შესაძლებელია ქვაბის შეცვლით უფრო მარტივად და იაფად მიიღოთ სასურველი შედეგი, დაზოგოთ შეკეთების ხარჯი და მივიღოთ ეფექტური გათბობა.
 

არისტონის ექსკლუზიური პარტნიორი, კომპანია ცელსიუსი გთავაზობთ ძველი გათბობის ქვაბის შეცვლის შემთხვევაში უფასო დემონტაჟს, უფასო ტრანსპორტირებას და 300-500 ლარამდე  ფასდაკლებას არისტონის ახალი თაობის ქვაბებზე. დაუკავშირდით ცხელ ხაზს ან ისარგებლეთ ონლაინ კონსულტაციით:

Main
Promotions
Contact
Compare