Compare

Cart

About-us

ოთახის იდეალური ტემპერატურა: რჩევები ენერგიის დაზოგვისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის

რა არის ოთახის იდეალური ტემპერატურა?

ოთახის იდეალური ტემპერატურის პოვნას, დღის სწორ დროს და სახლის სწორ ადგილას, შეიძლება წლების მანძილზე ექსპერიმენტები დასჭირდეს. მაგრამ მცირე ინფორმაციის მიღებით, შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს ოჯახს შეუნარჩუნებს კომფორტს და ამავდროულად დაზოგავს ენერგიას.  

სხვადასხვა კულტურასა და ქვეყანაში ოთახის ტემპერატურა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდე ერთმანეთისგან,როგორც ერთსა და იმავე პერიოდში, ასევე სეზონურად.

 

იდეალური ტემპერატურა ოთახების მიხედვით:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოთახის იდეალურ ტემპერატურად 18ºC-20ºC -ს ასახელებს.

ექსპერტების აზრით,  სველი წერტილებში ტემპერატურა  22- 24°C-მდე უნდა ფიქსირდებოდეს (შედარებით  უფრო თბილი) , რათა თავიდან ავირიდოთ ადამიანების გაციება  ცხელი შხაპიდან გამოსვლისას.  

საძინებლები უნდა იყოს შედარებით გრილი, 16-დან 19°C-მდე. ძილისთვის იდეალური ტემპერატურაა დაახლოებით (18,3°C), +- რამდენიმე გრადუსი. ძილის დროს, ჰორმონი მელატონინის საშუალებით, ჩვენი სხეულის ტემპერატურა ბუნებრივად ეცემა. ასე რომ, გრილი (არა ცივი) - საძილე გარემო იდეალურია ღამით კარგი ძილისთვის.

ძილის დროს ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე და ასოცირდება ცხოვრების უკეთეს ხარისხთან. ღამე  მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა და უძილობა,რაც არ მოგცემთ მოსვენების საშუალებას .

ნებისმიერი სივრცე, სადაც ადამიანები მცირე დროს ატარებენ, მაგალითად, დერეფნები, სამრეცხაო ოთახები და ლოფტები, უნდა იყოს ჩვეულებრივ საცხოვრებელ სივრცეებზე ოდნავ უფრო გრილი(15-დან 18°C-მდე).

 

როგორ იცვლება ოთახის იდეალური ტემპერატურა სეზონების მიხედვით?

კომფორტული ოთახის ტემპერატურა ზაფხულში ოდნავ დაბალი  -20°C ,ზოგავს ენერგიას და ინარჩუნებს კომფორტულ გარემოს ოთახში. ხოლო ზამთარში,

სახლის ტემპერატურა არის დაახლოებით 20-22°C, ოთახი თბილია და არ გვაქვს დისკომფორტი.

 

როგორ შევინარჩუნოთ ოთახის იდეალური ტემპერატურა მარტივი და ხელმისაწვდომი გზით?

ჭკვიანი თერმოსტატი არის ყველაზე მარტივი და ეკონომიური საშუალება მთელი დღის განმავლობაში ოთახის იდეალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად, მაშინაც კი, როცა სახლში არ ხართ.

ჭკვიან თერმოსტატებს ყოველთვიურად თქვენი ფულის დაზოგვა შეუძლიათ.

მაღალტექნოლოგიურ თერმოსტატზე გადასვლით, რომელიც ჭკვიანი სახლის სისტემასთან ინტეგრირდება, შეუძლია მეტად აკონტროლოს თქვენი სახლის ტემპერატურა. ამცირებს  ელექტროენერგიის გადასახადს და ქმნის  კომფორტს დამატებითი პრობლემების გარეშე.

 

როგორ მუშაობს ჭკვიანი თერმოსტატი?

ჭკვიანი თერმოსტატი არის ტემპერატურის მარეგულირებელი მოწყობილობა, რომელიც ჭკვიანი სახლის სისტემასთან ინტეგრირების შემთხვევაში, ავტომატურად არეგულირებს ტემპერატურას.  ქმნის კომფორტს  სახლში ყოფნისას და ზოგავს ენერგიას მაშინ, როცა შინ არ ვართ.

თუ ოდესმე გაგიღვიძიათ ცივ სახლში და მოგვიმატებია  ტემპერატურა, რათა  უფრო კომფორტულად გვეგრძნო თავი. ხოლო  სიჩქარეში სახლიდან გასვლისას დაგვვიწყებია ტემპერატურის შემცირება,  დაბრუნებისას  გვხვდება არასასიამოვნო სითბო. შესაბამისად, გვეზრდება ელექტროენერგიის გადასახადი იმ სახლის გასათბობად, სადაც არავინ არის.

ჭკვიანი თერმოსტატით, შეგვიძლია დავარეგულიროთ  სახლის ტემპერატურა მობილური მოწყობილობიდან , შევიქმნათ კომფორტი და დავზოგოთ ფულიც .

 

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი თქვენი ოთახისთვის იდეალური ტემპერატურის მიღწევა?

შესაფერისი ტემპერატურის მიღწევა მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო. პრიორიტეტი უნდა იყოს ფიზიკური კომფორტი; ზედმეტი სითბო გავლენას ახდენს კონცენტრირების უნარზე, ხოლო ზედმეტი სიცივე ზრდის გაციების, გულის შეტევის და პნევმონიის რისკს.

ცენტრალური გათბობის შეძენისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა დეტალი, რომ მივიღოთ მაქსიმალური სითბო და ხარჯი შევამციროთ. თერმოსტატი ამისთვის იდეალური ვარიანტია.

 

Main
Promotions
Contact
Compare